არველაძე "მაკაბიდან" გაათავისუფლეს
5-01-2017, 10:11
მოინახულეს: 3019
ქართველი მწვრთნელი, შოთა არველაძე "მაკაბი თელ-ავივს" აღარ გაწვრთნის.

კონტრაქტი ქართველ მწვრთნელსა და კლუბს შორის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა.

ხორდი კრუიფი(მაკაბის სპორტული დირექტორი): "გვინდა მადლობა გადავუხადოთ შოთა არველაძეს კლუბში გაწეული სამსახურისთვის. მისი მწვრთნელობის პერიოდში "მაკაბი" უეფას ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა. გვინდა სამომავლოდ წარმატებები ვუსურვოთ მას".

შოთა არველაძე: "მინდა ყველას, ვინც კლუბში მუშაობდა, მადლობა გადავუხადო. თქვენ და "მაკაბი" ყოველთვის ჩემს გულში იქნებით".

ცნობისთვის, არველაძის გაწვრთნილი გუნდი ისრაელის ჩემპიონატში 28 ქულით მეორე ადგილზე იმყოფებოდა და 8 ქულით ჩამორჩებოდა პირველადგილოსანს.скачать dle 10.5фильмы бесплатно
რეკლამა
FACEBOOK
რეკლამა