FACEBOOK
პოპულარული
სტივ კერი: ზაზა ფაჩულია გუნდისთვის იდეალური მოთამაშეა
12-01-2017, 12:47
მოინახულეს: 2057
"მაიამი ჰიტის" დამარცხების შემდეგ "გოლდენ სტეიტის მთავარმა მწვრთნელმა, სტივ კერმა კლუბის ქართველ ცენტრზე, ზაზა ფაჩულიაზე კომენტარი გააკეთა.

კერმა აღნიშნა, რომ ფაჩულია გუნდს სიმტკიცებს მატებს.

სტივ კერი: "მიმაჩნია, რომ ზაზა ახლა უფრო კომფორტულად გრძნობს თავს, ვიდრე მთელი წლის განმავლობაში. მან ძალიან კარგად ითამაშა. ის საიმედო, იდეალური მოთამაშეა გუნდისთვის. თქვენ ამჩნევთ მის ყოფნას პარკეტზე, ის მუდამ ცენტრშია. ზაზა ფაჩულია ჩვენ სიმტკიცეს გვმატებს, რაც ძალიან გვჭირდება. ვფიქრობ, რომ მოთამაშეებს მოსწონთ მის გვერდით თამაში. ის ახლა უფრო კომფორტულად არის თანაგუნდელების გვერდით".скачать dle 10.5фильмы бесплатно